მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
მეტროსადგური „ვარკეთილი“დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანებაა.
„მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.