თეგებით ძიება

ხობში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

ხობში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ზანდა უბილავას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართა, დაცვის მხარე კი ზანდა უბილავასთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ შემდეგი სხდომა 5 აპრილს 15 საათზე ზუგდიდის სასამართლოში ჩანიშნა.

ცნობისთვის,13 თებერვალს, ხობის მინიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულს ქვის ჩარტყმით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 - დან 15 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა