ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მხარი დაუჭირა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.
ევროპელი დეპუტატები უკვე მესამედ მოუწოდებენ ევროკომისიას დაუწესოს სანქციები საქართელოს არაფორმალურ მმართველს.
სტრასბურგში რეზოლუცია 362 ხმით მიიღღეს
"ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების პროცესში. ასევე შესთავაზოს ევროკავშირის დახმარება ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებელი სამედიცინო შეფასებასა და სათანადო მკურნალობის მიზნით მისი საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით", - წერია EPP-ის ტექსტში.