თეგებით ძიება

ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციებს - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ამის შესახებ კალაძემ „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

"ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციებს...რასაც ჩვენ ვისმენთ, რა მესიჯებიც ვრცელდება, სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. დამოკიდებულება რაც არის და გვეუბნებიან, თეთრზე უნდა ვთქვათ შავი, ეს კატეგორიულად მიუღებელია.

ე.წ. ჩვენი მეგობრები გამოდიან, გვარებს არ დავასახელებ, და თითქოს, სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ, ქვეყანა არ მიიღებს სტატუსს, გვეუბნებიან იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ქველმოქმედებით იყო დაკავებული, გვეუბნებიან, რომ ცუდი კაცია", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა