მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა
მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მგზავრთა მომსახურება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
კომპანიის განმარტებით, შეფერხება ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანებამ გამოიწვია, რის გამოც სადგური დროებით მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.
„ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისმა ტექნიკურმა სამსახურმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამ ეტაპზე თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.