"ავარიისას გადარჩენილი ბავშვი გარდაცვლილით შეცვალეს" - სოციალურ ქსელში გოგო ნათესავებს ეძებს
სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ" ვრცელდება გოგონას ისტორია, რომელიც ნათესავებს ეძებს.
როგორც პოსტში ვკითხულობთ, ავარიისას დაღუპულ ცოლ-ქმარს ცოცხალი ბავშვი გარდაცვლილით შეუცვალეს.
"ყურადღება !!!
თუ ვინმეს გსმენიათ 1987 წელს საავტომობილო ავარიით გარდაცვლილ ცოლ-ქმარ გურასპაულებზე აუცილებლად მომწერეთ!
ამ ავარიის დროს მოხდა გადარჩენილი ბავშვის შეცვლა გარდაცვლილით და მათი შვილი ცოცხალია !!!
დნმ ტესტი ჩატარებული აქვს .
გოგონა ეძებს ნათესავებს
ტესტში ამოსული ნათესავების გვარებია
ბეწუკელი
ბეწუნაიძე
იდოიძე
ღულელაური
ჩოლოღაური
მარაული
აბულიძე", - წერს ია ყველაშვილი.