თეგებით ძიება

ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ახალი მოძრაობა დაფუძნდა

"ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდებით "მთავარი არხის" დამფუძნებელის უკანონო პატიმრობის დასასრულებლად ახალი მოძრაობა იქმნება.

იდეის ავტორი ინტელექტუალური კლუბის "რა სად როდის" მონაწილეები, მედიის წარმომადგენლები და გვარამიას მეგობრები არიან.

"ინიციატორებად გამოვდივართ ჩვენ, ნიკას მეგობრები. ადამიანები, რომლებსაც ნიკასთან წლები გვაკავშირებს. ეს არის "რა სად როდის" კლუბი, ნიკას მეგობრების წრე და მედიის წარმომადგენლები. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს მოძრაობა კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ აქტივობებს, რომ იმედი გვაქვს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა შეწყდება", - ამბობს გედევან ფოფხაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა