რუსებმა ქართველი მებრძოლები ტყვედ აიყვანეს - რა ინფორმაცია ვრცელდება?
ორი ქართველი მებრძოლი რუსეთის ტყვეობაშია - ამის შესახებ ცნობილი გახდა "დროას", "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრის შემდეგ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან მარიუპოლში მებრძოლი ქართველები.
"ორი ქართველი არის ტყვედ ჩავარდნილი. ერთ-ერთს ოჯახის წევრებიც დაეღუპა დნეპრში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის დროს და სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება ამ ადამიანების გათავისუფლება. მე პირადად უკრაინული კონტაქტებით ბევრს ვმუშაობ და საელჩოსთანაც მქონდა აქამდე კომუნიკაცია, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქართველი ბიჭები გავათავისუფლოთ ტყვეობიდან" განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ქართველი მეომრები ტყვეობიდან გამოიხსნას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.