თეგებით ძიება

"მაღვიძარამ 05:00-ზე დარეკა. ავდექი და მოძრაობა დავიწყე ჩაბნელებულ სახლში, უცებ მესმის ხმა: "გინდა გეთამაშო?" - რა შეემთხვა დათო გორგილაძეს?

ჟურნალისტი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ საღამოს, საშინელებათა ფილმს "ანაბელს" უყურა და ფილმი ჩართული დარჩა.

"ამასწინათ, ერთ საღამოს, ეშმაკებმა ამაწრიალეს და რატომღაც, არ ვიცი რატომ, ვუყურე ფილმს "ანაბელი". ვინც არ იცის, საშინელებათა ფილმია, რომლშიც მთავარი უარყოფითი პერსონაჟი მახინჯ თოჯინაშია განსხეულებული. დამთავრდა ფილმი, დავიძინე. მომდევნო დღეს დილის გადაცემა მქონდა.

მაღვიძარამ 05:00-ზე დარეკა. ავდექი და მოძრაობა დავიწყე ჩაბნელებულ სახლში. თურმე არც ეგრე მარტივადაა საქმე, ბოროტს არ სძინავს. რემედიოსს ჩართული დაუტოვებია თოჯინა, რომელიც ქართულად მეტყველებს. მივდივარ ბნელ დერეფანში და უცებ მესმის ხმა: "გინდა გეთამაშო?". ჩემი ჰიგიენური დეტალების აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ. მადლობა, ნახვამდის", - წერს გორგილაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა