თეგებით ძიება

სირცხვილია, რომ მაგრველაშვილს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი - რას ამბობს ირაკლი კობახიძე?

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება და სამარცხვინოს უწოდებს.

"არ მიკვირს, არც ჯარისა და არც ნებისმიერი ქართველის აღშფოთება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, ფორმალურად, მაგრამ ერქვა მთავარსარდალი. როცა ის ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მძიმე მოსასმენია. პირველ რიგში ჯარისთვის. აქედან გამომდინარე, მათი აღშფოთება არ მიკვირს. უბრალოდ, მარგველაშვილისგან საერთოდ არაფერია გასაკვირი – პრეზიდენტის პოსტზე ის იყო სამარცხვინო და დღესაც აგრძელებს სამარცხვინო საქმიანობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ განაცხადა: "სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა