თეგებით ძიება

არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას არ უნდა საქართველოში ე.წ. ლინჩის წესი მოქმედებდეს.

"განსაკუთრებით რაც "ვივამედში" გადაიყვანეს, ამ კლინიკაში, ყოველ შესვლაზე მხვდება ნაკლები და ნაკლები ადამიანი. განსაკუთრებით ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს რომ ვიყავი შესული, მე ასეთი არ მინახავს ეს ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ჩემი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ასეთია და ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა", - განაცხადა სასულიერო პირმა.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული მიხეილ საკაშვილის ახლობლები მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა