თეგებით ძიება

"რატომ მირეკავ?" - თეა წულუკიანის ქმარმა ჟურნალისტს შეაგინა (ვიდეო)

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მეუღლე, ნუგზარ წიკლაური ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხვა თუ როგორ აფასებდა ის ფაქტს, რომ „ფეისბუკზე" თეა წულუკიანის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე მოქალაქე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. 

რაზეც ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"რა გინდა შე დედამო...., რატო მირეკავ"- უთხრა ჟურნალისტს კაკულიამ.

შეგახსენებთ, სასამართლო პროცესზე, ქეთა გაბიანს, რომელმაც თეა წულუკიანის შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე უხამსი შინაარსის პოსტი დაწერა, სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. საუბარია, გაბიანის ფეისბუქ პოსტზე, სადაც ის მინისტრს ლიკვიდაციით დაემუქრა. 

გაბიანის "ფეისბუკის" გვერდზე ეს პოსტი ამჟამად არ იძებნება. 

წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა