N 51 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 51 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში მე-10 კლასელი მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის მე_10 კლასის მოსწავლის, დავით დგებუაძის გარდაცვალების გამო.
სკოლის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს", - ნათქვამია განცხადებაში.