ზოგიერთ ადამიანს COVID19-ის შემდეგ ყნოსვის შეგრძნება, რატომ არ აღუდგა? - ახალი კვლევის შედეგები ცნობილია
COVID19-ის დროს ნებისმიერი ადამიანი, ნებსით, თუ უნებლიედ, დაძაბულია და მიმდინარე ინფორმაციას თვალს ადევნებს. ერთ-ერთი მთავარი კითხვაა - ყნოსვა აღმიდგება?
ჯერჯერობით, კარგად არის ცნობილი, რომ COVID19 გავლენას ახდენს ყნოსვაზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ყნოსვის ფუნქცია სათანადოდ აღარ აღდგება. მიზეზი მკვლევრებმა უკვე ახსნეს.
ახალი კვლევის მიხედვით, ინფექცია SARS-CoV-2 განაპირობებს იმუნური სისტემის თავდასხმას ცხვირში არსებულ ნერვულ უჯრედებზე, რის შედეგადაც, ამ ნერვული უჯრედების რაოდენობა მცირდება და ადამიანს ძველებურად აღარ შეუძლია სუნის შეგრძნება.
ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გარდა, ახალი კვლევა ასევე გვეხმარება ხანგრძლივი კოვიდის უკეთ შესწავლაში, თუ რატომ ვერ შეძლო ზოგიერთმა ადამიანმა COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელება.
„საბედნიეროდ, მრავალ ადამიანს, რომლებსაც ყნოსვის შეგრძნება ვირუსული ინფექციის მწვავე ფაზაში შეეცვალათ, ყნოსვა მომდევნო ერთ ან ორ კვირაში უბრუნდება, მაგრამ ზოგს არა. საჭიროა, უკეთესად გავიგოთ, რატომ კარგავენ ეს ადამიანები SARS-CoV-2-ით ინფიცირების შემდეგ ყნოსვას თვეობითა და წლობით“, - ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას დიუკის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ბრედლი გოლდშტაინი.