თეგებით ძიება
16. 02. 2023 მსოფლიო

ლეონარდო დიკაპრიომ ოლენა ზელენსკას ფონდს თანხა შესწირა

მსახიობმა, ლეონარდო დიკაპრიომ უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ფონდს თანხა შესწირა. თანხა ომისგან დაზარალებულ ბავშვებს მოხმარდება.

ინფორმაცია ზელენსკას ფონდმა გაავრცელა.

თანხის ოდენობა არ კონკრეტდება. 

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლეონარდო დიკაპრიოს ოლენა ზელენსკას ფონდში შეტანილი წვლილისთვის უკრაინელების მხარდასაჭერად. ეს შესაძლებელს გახდის იმ ბავშვების დახმარებას, რომლებიც ომისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ...

ფონდი მხარს უჭერს უკრაინის ყველა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს, სადაც ბავშვები იზრდებიან ოჯახურ ატმოსფეროში.  ჩვენ ერთად ვაძლევთ ბავშვებს შესაძლებლობას ჰქონდეთ სრულფასოვანი ბავშვობა განათლებაზე, მედიცინასა და კეთილდღეობაზე წვდომით.

გმადლობთ, ლეონარდო ფონდში გაწევრიანებისთვის. მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ცხოვრება", - აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა