თეგებით ძიება
16. 02. 2023 მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება - მარკ მილი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.

„რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობას შეძლებს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, უკრაინისთვის წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის თითოეული სანტიმეტრიდან რუსების გაძევება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ეს მოითხოვს რუსული არმიის არსებითად დაშლას", - განაცხადა მარკ მილიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა