თეგებით ძიება

„2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა განადგურდეს“ - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის „ქოც-ნაცური“ დაპირისპირება უნდა დასრულდეს და 2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა განადგურდეს. 

„თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, ის ციხეში არ დაბრუნდება. „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გაშვება აწყობს და ახლა ისინი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ სააკაშვილი გაუშვან, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ მათი მტრის ხატი, განადგურებას გადაარჩინონ. მე წინააღმდეგი ვარ მიხეილ სააკაშვილის გაშვების, ვიდრე ქოც-ნაცური დაპირისპირება არსებობს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მართალია, ვიდრე ბრძოლა არ დამთავრებულა, არც ხელი ჩამოურთმევიათ, მანამდე უაზრობად მეჩვენება და მგონია, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ აწყობს და თვითონ გაათავისუფლებს ძალიან მალე, როცა აღმოაჩენს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ წარმოადგენს საფრთხეს და სააკაშვილი გარეთ არის საჭირო.

2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს, არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუმია და ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ.

არავის არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში კლავენ და აწამებენ. სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით. ის არის მებრძოლი, უბრალოდ ციხეშია და იქიდან იბრძვის“, - განაცხადა ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა