თეგებით ძიება

"მეგობარი მოუკვდა სიცივით, ასე ჩაძინებული... გაიყინა. ყველაზე ცუდი სიკვდილით მოკვდა, აკანკალებული" - სოციალურ ქსელში მძიმე ისტორია ვრცელდება (ფოტო)

ცხოველთა დამცველი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში მძიმე ისტორიას აზიარებს და წერს მიუსაფარ ძაღლზე, რომელიც გაიყინა და მოკვდა.

"მეგობარი მოუკვდა სიცივით, ის ცუგა ასე ჩაძინებული მოკვდა...იმიტომ რომ ტემპერატურა ვერ შეინარჩუნა და გაიყინა. ყველაზე ცუდი სიკვდილოთ მოკვდა, აკანკალებული, სველი, მშიერი დაწვა და დანებდა ბედს, დილით ვეღარ გაიღვიძა...

მისი მეგობარი ასე იდგა და უყურებდა, თვალებზე დააკვირდით რამხელა სევდა ჩანს..ან იქნებ შიში, რომ მასაც იგივე არ დაემართოს.

რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ? 

უკეთეს შემთხვევაში შევიფაროთ, დავუფინოთ თბილი პლედები და მივცეთ მშვიდად გამოხინების საშუალება, თუ ეს არ შეგვიძლია, ვაჭამოთ კარგად, დანაყრებამდე, მაძღარი ძაღლი ბევრად კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას და არ იყინება. 

1 კარგი ჭამა = 5 დღის სიცოცხლეს. 

გთხოვთ, ერთად დავეხმაროთ ამ ჯოჯოხეთის გადატანაში...

ამ ფოტომ გამანადგურაააა...

ფოტო გადაღებულია ქუთაისში", - წერს ლოსაბერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა