თეგებით ძიება

აფხაზეთი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებულ თემებს არ განიხილავს - სერგეი შამბა რუსეთთან შეერთებაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვასთან დაკავშირებულ თემებს არ განიხილავს“.

„ასეთი საკითხები ასე არ წყდება - პრეზიდენტი წავიდა, უცებ დაბრუნდა და ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც (არ იძლევა) ამ თემის განხილვის საშუალებას“, - განაცხადა შამბამ.

მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთი „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვასთან" დაკავშირებულ თემებს არ განიხილავს.

„რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მსგავსზე არაფერზე გვისაუბრია. ჩვენ მხოლოდ ოფიციალური პირებისგან გავიგეთ, რომ აფხაზეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება, ეს არაერთხელ გაკეთებულა, ამაზე ისაუბრეს როგორც პრეზიდენტმა, ასევე რუსეთის ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა“, - განაცხადა შამბამ.

სერგეი შამბას განცხადებით, დღეს ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოში შეხვედრას გამართავს. თავად შამბა უახლოეს მომავალში მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა