თეგებით ძიება

„ქართველობის დაკარგვაზე ოხრავდნენ და ამასობაში იესო დავკარგეთ“ - რას წერს გიგი უგულავა?

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ გელათის განადგურებაზე მორწმუნეთა დუმილი აოცებს.

"მაინც ყველაზე გასაოცარი და შემაძრწუნებელი ერთი დაკვირვებაა - გელათის განადგურებაზე მორწმუნე მრევლს ხმა არ ამოუღია, არადა სავსე უნდა იყოს გარემო პატარა კარვებით და სანთლით ხელში მლოცველებით.

სამაგიეროდ, ერთი დაძახება უნდათ და მზად არიან დაგლიჯონ განსხვავებული ადამიანი, სხვისი უკანალის დასაცავად "პოგრომები" მოაწყონ, ჯვაროსნული ომი გამოაცხადონ.

ქართველობის დაკარგვაზე ოხრავდნენ და ამასობაში იესო დავკარგეთ", - წერს უგულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა