თეგებით ძიება
17. 02. 2023 მსოფლიო

"მე მხოლოდ მისი შეშინება მინდოდა" - ჩინელმა კაცმა 13 წლის ბიჭი ცუდი ნიშნების გამო სამურაის ხმლით მოკლა

ჩინეთში, მარტოხელა კაცმა 13 წლის შვილი სკოლაში ცუდი ნიშნების მიღების გამო, სამურაის ხმლით მოკლა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში კაცმა ბიჭი შემთხვევით დაჭრა, როდესაც ის შვილისთვის მოტივაციის ამაღლებას ცდილობდა, რათა სკოლაში სწავლის შედეგები აემაღლებინა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც იან ციუნმინს შვილის სკოლის მასწავლებელთან ონლაინთათბირი ჰქონდა.

მამამ შვილს ჭრილობა რომ მიაყენა, სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო, ის გარდაიცვალა.

"მე მხოლოდ მისი შეშინება მინდოდა", - განაცხადა კაცმა სასამართლოზე.

როგორც სასამართლო ექსპერტიზისგან ირკვევა, სიკვდილამდე ბიჭს სხვა ფიზიკური დაზიენებებიც ჰქონდა მიყენებული, ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა.

შემთხვევა 2022 წლის 7 იანვარს მოხდა.

კაცს 12 წელი მიუსაჯეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა