ხელით შეეხნენ და მაღალჩინოსნის სახელით ემუქრებოდნენ - რა მოხდა თბილისში?
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მოქალაქეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველის თქმით, პოლიციამ მანქანა გააჩერა, რის გამოც მძღოლმა და თანმხლებმა პირმა უკმაყოფილება გამოთქვეს. ისინი პოლიციელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახელით ემუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ მისი ნათესავები იყვნენ.
ადგილზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია. საბოლოოდ მოქალაქეები, რომლებიც პოლიციელს მაღალჩინოსნის სახელით დაემუქრნენ, გაუშვეს.