თეგებით ძიება

ვითხოვ უვადო პატიმრობას! რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, იცოდეთ სტრასბურგამდე მივალ - ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული ქალის დედის ემოციური მიმართვა

თბილისში, ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული ქალის დედა ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში როინ მებონია შეურაცხადი იყო.

უვადო პატიმრობას ითხოვს მოკლულის დედაც, რომელიც ბრალდებულის შეურაცხადობის ვერსიას არ ეთანხმება.

"მე ვითხოვ უვადო პატიმრობას. ჩემს სოფოს აღარაფერი შველის, მაგრამ სხვისი შვილების სადარაჯოზე უნდა დავდგე. 5 მცირეწლოვანი ბავშვის წი ყელი გამოჭრა ცოლს. ამდენი ხალხის წინაშე. ეს მხოლოდ ჩემზე აღარაა, მთელი საზოგადოება ელოდება ამ განაჩენს. რკინის ქალამნებს ჩავიცმევ შვილო, თუ არ იქნა მიღებული რასაც ველოდები, სტრასბურგამდე ათასჯერ რომ მომიწიოს ათასჯერ დავწერ საჩივარს, ათასჯერ გავასაჩივრებ",- ამბობს ხათუნა ნაჭყებია, მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა