სასიხარულო ამბავი ქუთაისიდან - ქალმა, რომელმაც უამინდობის გამო კლინიკაში დროულად მისვლა ვერ შეძლო, საავადმყოფოს ეზოში, მანქანაში იმშობიარა (ფოტო)
ქუთაისში, ქალმა, რომელმაც უამინდობის გამო კლინიკაში დროულად მისვლა ვერ შეძლო, საავადმყოფოს ეზოში, მანქანაში იმშობიარა. ინფორმაციას კლინიკა "ბომონდი" ავრცელებს.
"თოვლს რომ გაალღობს და თოვლიან დღეს გაათბობს, ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ.
მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით კლინიკაში დროულად მოსვლა ვერ შეძლო, "კლინიკა ბომონდი"-ს ეზოში იმშობიარა.
ქალბატონს ვაჟი შეეძინა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.
"მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში,"-ამბობს მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
ნეონატოლოგი: ფატი კალატოზიშვილი
ბებიაქალი: მარიკა რურუა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.