"ვნებიან წერილებს ვეღარ ავუდივარ... მომდის ასეთი იდუმალი ჩურჩული: ნათია, ძალიან მოგვენატრე! ხომ არ დაგვივიწყე?" - ვინ და რას წერს ნათია ფანჯიკიძეს?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ბოლტის" ვნებიან წერილებს ხშირად იღებს.
"რა მაგის პასუხია და აფთიაქების ჰიპერ-ზრუნვას ძლივს ვუმკლავდებოდი და ახლა ბოლტის ვნებიან წერილებს ვეღარ ავუდივარ.
ყოველ ცისმარე დღეს ვინმე გიორგი ბოლტის, მერაბ ბოლტის, ზურაბ ბოლტის.... სახელით იმაილზე მომდის ასეთი იდუმალი ჩურჩული:
"ნათია! ძალიან მოგვენატრე... ხომ არ დაგვივიწყე?
ერთად რამდენიმე მგზავრობა განვახორციელეთ და გვსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მგზავრი ხარ!
იმის შეფასება რომ შეგვეძლოს, თუ რამდენად გაფასებთ, კითხვების გარეშე 5 ვარსკვლავს მიიღებდი!"
სულ მინდა მივწერო, სხვა მიყვარს და მეგობრებად დავრჩეთ-თქო", - წერს ფანჯიკიძე.