"გილოცავ შენს დღეს!" - როგორ მიულოცა შალვა ნათელაშვილს მეუღლემ დაბადების დღე?
"ლეიბორისტული" პარტის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი იუბილარია.
მისმა მუღლემ, ბელა ალანიამ მას სოციალურ ქსელში ლექსი მიუღძვნა.
"გილოცავ შენს დღეს! Shalva Natelashvili
მზის ამოსვლა უთვალავჯერ გენახოს...
გაცნობის დღიდან ვაშენეთ სახლი,
სულის ფაქიზი ფთილები ვზიდეთ,
ვმარგლავდით ყანას და ვენახს ვსხლავდით,
მზისფერი ედოთ ჭალებში ზვინებს...
ჩვენ უფლის თვალი დაგვმზერდა მაღლით,
ელავდა ჩვენი სამყაროს კიდე.
ვცხოვრობდით სხვისთვის უხილავ დროში,
ჩვენთვის რომ მუდამ ხილული იყო,
მაშინაც, როცა გვსუსხავდა თოში,
მისხლით ნაზომი გვკმაროდა სითბო
და ზოგჯერ, როცა ვიყავით შორით,
ერთსულ და ერთხორც ვიყავით თითქოს!..
შემოვაქსოვე ჯავშანი ლოცვის,
ავი თვალისგან დასაცავ ფუძეს,
მე ვიყავ შენი მზისფერი ცოლი,
შენ იყავ ჩემი ურყევი ზღუდე!..
ჩვენ უფლის თვალი დაგვმზერდა მაღლით,
იცავდა ჩვენს ჭერს და ციცქნა ბუდეს.
ჩვენს სამკალს ვმკიდით, ჩვენს სახნავს ვხნავდით,
არც არვის ჯიბრით, არც ვის ჯინაზე,
გაფანტა ქარმა კვამლი და ბოლი,
განვლილი გზები ბინდშიც ბრწყინავენ...
ჩვენ ავაშენეთ ოცნების სახლი,
შიგ სიყვარულიც დავაბინავეთ!..
სიყვარული დავაბინავეთ", - წერს ბელა ალანია.