თურქეთ-სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44 000-ს აღწევს
დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპული ადამიანების რაოდენობა 44 000-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
მედიის ცნობით, თურქეთში 17 თებერვლის დილის მონაცემებით სულ დაღუპულია 38 044 ადამიანი, ხოლო სირიაში 5800-ზე მეტი ადამიანი.
გაერომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიარდი დოლარით დახმარება ითხოვა.
თურქი და მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული სამაშველო სამძებრო ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას.
ცნობისთვის, დამანგრეველი მიწისვრები თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა.