თეგებით ძიება

ანტიდემოკრატიულია საკითხებისთვის ტაბუს დადება - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი "ხალხის ძალის" კანონპროექტის კრიტიკაზე?

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკაზე საუბრობს.

მისი თმით, ანტიდემოკრატიულია ასეთი საკითხებისთვის ტაბუს დადება.

"ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით, უბრალოდ ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს ცენზურა თვითონ თემის და საკვირველია პრინციპში, როდესაც მიდის საუბარი გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, ამ შემთხვევაში ითხოვენ გარკვეული ჯგუფები ამ საკითხისთვის ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია", - თქვა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, შესაძლებელია იყოს სენსიტიური თემები, თუმცა კანონს სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ. პაპუაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, ფინანსური თუ სხვა სახის ინფორმაცია ადამიანებზე, რომელთა მონაწილეობით გადაწყვეტილებები მათზე გავლენას ახდენს.

"ეს არის ელემენტარული ნორმა, რომელსაც ექვემდებარებიან მაგალითად პარტიები, რომლებიც ადეკლარილებენ სურლად ყველა შემოსავალს, ყველა გასავალს, ეს არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები თუ საჯარო მოხელეები, რომლებიც პირად შემოსავალს, ქონებას ადეკლარილებენ და იცით გამჭვირვალეა", - თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების ავტორობით შემუშავებული დოკუმენტის მთავარი ადრესატი მესამე სექტორია. პროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსების წარმომავლობის გასაჯაროებას ავალდებულებს, რასაც ინიციატორები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიან. დოკუმენტი უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნასაც გულისხმობს. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია კანონპროექტში სამოქალაქო სექტორის გაკონტროლების და მათ წინააღმდეგ რუსული მეთოდებით ბრძოლის საფრთხეს ხედავს. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა