"პოლიტოლოგი" ერთ გადაცემაში ამბობს, ლგბტ ჯგუფი ადამიანები არ არიანო...სად არიან ის ჯგუფები, ვინც ამ კუთხით მუშაობენ? ცოცხლები ხართ?" - რას წერს ჟურნალისტი?
ჟურნალისტი, თამო კეშელავა ერთ-ერთი პოლიტოლოგის ნათქვამს აკრიტიკებს და ლგბტ ჯგუფის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს სოციალურ ქსელში მიმართავს.
"ამწამს ვუსმინე "პოლიტოლოგი" ერთ გადაცემაში ამბობს, ლგბტ ჯგუფი ადამიანები არ არიანო. ადამიანის უფლებები სხვა რამეაო და მაგათი უფლებები სხვა რამეაო.
დევს ეს ვიდეო სოციალურ ქსელში და სად არიან ის ჯგუფები, ვინც ამ კუთხით მუშაობენ? ცოცხლები ხართ, ხალხო?
მარტო აღლუმია საქმე?
გუშინ იყო და გაიაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა პირდაპირ ეთერში და არაფერი და არასამთავრობოები ბევრნი არიან კი არა, ხართ საერთოდ?
ვერ წვდებით საქმეებს? დაიყავით საქმეები, ხალხო, დაიყავით, ნუ მიახტებით ყველა ერთს, თუ რა ვიცი, რა გვჭირს?", - წერს ჟურნალისტი.