თეგებით ძიება

"ევროპაში ასე ხდება... ამაზე დგას უსაფრთხო ქვეყანა" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

დეკანოზი, თამაზ ლომიძე ევროპაში არსებულ უსაფრთხოების ზომებსა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე პირად მაგალითს უზიარებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

"ევროპაში ასე ხდება 

დღეს ერთ დეტალს გაგიზიარებთ ევროპის შესახებ, რომელიც შეიძლება ვინმეს წვრილმანი ეგონოს, მაგრამ ამაზე დგას უსაფრთხო ქვეყანა. ამ “წვრილმანებზეა” დამოკიდებული ლიფტის, შადრევნის, მეტროს ჭერის, საგზაო მოძრაობის თუ საბავშვო მოედნის უსაფრთხოება და ადამიანების სიცოცხლეც. 

გერმანიის ერთ-ერთ სოფელში, ღამის 2 საათზე გამაჩერა მორიგე პოლიციამ. მანქანაზე უკან, მუხრუჭის დროს რომ ინთება წითელი ფარი, ცალ მხარეს მქონდა გადამწვარი. რადგან ერთი სერიოზული დარღვევა მქონდა, ფანრის შუქზე შეამოწმეს თავიდან ბოლომდე ყველა სხვა უსაფრთხოების მოთხოვნები, ბორბლები (თოვლი იყო), სხვა ფარები, მანქანის აფთიაქი (ვადაგასული აღმოჩნდა) და ავარიული ჟილეტებიც კი. არ დამაჯარიმეს, მაგრამ შემიდგინეს ოქმი და გამაფრთხილეს, რომ 1 კვირის ვადაში უნდა გამომესწორებინა ყველაფერი, შემდეგ მივსულიყავი ჩემი ქალაქის პოლიციის რომელიმე განყოფილებაში და მეჩვენებინა. გამოვასწორე დარღვევები და ოქმით ხელში მივაკითხე პოლიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რიგი და ბევრი მიმსვლელი იყო პოლიციის განყოფილებაში, ახალგაზრდა პოლიციელს არ დაეზარა, ეზოში შემაყვანინა მანაქანა, გამოვიდა კაბინეტიდან და ოქმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყურადღებით შეამოწმა ყველაფერი.  შემდეგ დამიდასტურა ოქმზე და მითხრა: ამას ჩვენ თვითონ გადაუგზავნით იმ განყოფილებას, ვინც პირველად შეგამოწმაო. ასე მუშაობს სახელმწიფოს და ხალხის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მოხელე ევროპაში და ამიტომ არ სახიჩრდება და არ იღუპება უაზროდ ხალხი.

განა არ გვინდა ევროპასთან დაახლოებით ჩვენი საქართველოც ასეთი გახდეს? ", - წერს სასულიერო პირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა