თეგებით ძიება

შუაღამეს შიმშილმა გამაღვიძა, ამიტომ სახლთან მდებარე მარკეტში ქათამი მინდოდა მეყიდა, დახლზე ლატარიის ბილეთიც ვიყიდე და 750 000 დოლარი მოვიგე - რას ჰყვება იღბლიანი კაცი?

აშშ-ში, მერილენდის შტატში მცხოვრებმა კაცმა პროდუქტების მაღაზიაში ლატარიის ბილეთი იყიდა და 750 000 დოლარი მოიგო. 

კაცის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, 6 თებერვალს, შუაღამეს ის შიმშილმა გააღვიძა, რის გამოც სახლთან მდებარე მარკეტში წასვლა და შემწვარი ქათმის ყიდვა გადაწყვიტა. იქ მან დახლზე ლატარიის ბილეთები დაინახა და ჯიბეში ნაპოვნი ხურდებით რამდენიმე იყიდა.

როგორც კაცი იხსენებს, მან დიდი ხანი ჩაძინება ვერ შეძლო და თავისი ბილეთების შემოწმება გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, მან 750 000 დოლარი მოიგო.

გამარჯვებულის თქმით, მოგებული თანხით ის თავისთვის და შვილისთვის ახალი სახლების ყიდვას გეგმავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა