მასობრივი გაფიცვა - Lufthansa-ს ავიახაზებმა დღეს 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა
Lufthansa-ს ავიახაზებმა დღეს 1300-ზე მეტი რეისი გააუქმა.
როგორც CNN-ი იუწყება, ამის მიზეზი, თანამშრომლების მასობრივი, 24-საათიანი გაფიცვაა. ამასთან, აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
ქვეყნის აეროპორტების ასოციაციის განცხადებით, Lufthansa-ს ავიახაზების თანამშრომლების გაფიცვის გამო, 295 000 მგზავრს მოცდა მოუწევს.