თეგებით ძიება
17. 02. 2023 მსოფლიო

21 თებერვალს უკრაინა, ევროკავშირი და NATO პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ

21 თებერვალს NATO, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან NATO-ს გენერალური  მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

შეხვედრა NATO-ს შტაბში გაიმართება, რის შემდეგაც მხარეები საერთო განცხადებას გააკეთებენ.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ეს ამგვარ ფორმატში NATO-ს, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლების პირველი შეხვედრაა.

"მე ველი შეხვედრას იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ევროპისა და უკრაინის დაცვისთვის", - განაცხადა კულებამ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა