მარტვილში თოვლმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია - დაზარალებული შშმ პირია
მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერი თოვის გამო საცხოვრებელი სახლი დაინგრა.
დაზარალებული შშმ პირია. იგი უკვე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის მერია დაზარალებულს ფულად დახმარებას გაუწევს.