ბრიფინგზე გეტყვით ყველაფერს - რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ადასტურებს, რომ პარტია ნამდვილად დატოვა. ამის შესახებ გოცირიძემ „ტვ პირველთან“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა ოპოზიციონერი დეპუტატი საპარლამენტო მანდატსაც.
გოცირიძე გადაწყვეტილების დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით ბრიფინგს ხვალ გამართავს, სადაც საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრებს.
„ხვალ ალბათ პარლამენტში მივალ და გავაკეთებ მოკლე ბრიფინგს. ხვალ გეტყვით დროს როდის ვიქნები პარლამენტში. პარტია ნამდვილად დავტოვე“, - აცხადებს რომან გოცირიძე.