„ვინმე ღვთისნიერმა ამიხსენით, რას იგებს „ქართული ოცნება“ამ აგენტებზე კანონის მიღებით?“ - მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დაინიცირებას და წერს.
„ვინმე ღვთისნიერმა ამიხსენით, რას იგებს „ქართული ოცნება“ამ აგენტებზე კანონის მიღებით?
ამ კანონით ვერც არასამთავრობებეს აკრძალავ, ვერც მედიას და ვერც დაფინანსებას შეუზღუდავ. მხოლოდ სახელი „აგენტი“ შეგიძლია დაარქვა ,რომელიც მეორე დღესვე საღადაო გახდება და დაკარგავს რაღაც საკრალურის მნიშვნელობას. ყველა დაიწყებს ღლიცის, მე აგენტი 007 ვარო და ა.შ.
ჰოდა, რა ხეირი მათ ამით? გარდა უზარმაზარი საერთაშორსო დარტყმისა, რას იღებენ?“ - წერს მეტრეველი.
„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატების ჯგუფმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა.