თეგებით ძიება

35 წლის კაცმა 24 წლის ბიჭი დაჭრა - რა მოხდა რუსთავში?

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე 24 წლის ბიჭი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი“ ავრცელებს. 

მას ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით მიაყენეს. არსებული ცნობით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

დაჭრილი 24 წლის ბიჭი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პაატა პაატიშვილის განცხადებით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა