თეგებით ძიება

"ახალგაზრდა ბიჭს არ ვიცნობდი, მწვადს წვავდნენ ბაღში და მერე გავიდნენ საჩხუბრად" - რას ამბობს ადგილობრივი, რუსთავში მომხდარი დაჭრის ფაქტზე?

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე 24 წლის ბიჭი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება გვიან ღამით, დაახლოებით პირველ საათზე დაიწყო. ახალგაზრდა კაცები საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სვამდნენ. 

"გავიგე, რომ დაჭრეს ახალგაზრდა ბიჭი. ძალიან გვაინი იყო დაახლოებით პირველის ნახევარი, როცა პოლიციის თანამშრომლები შემოვიდნენ ეზოში და მაშინ გავიგე. აქ მწვადს წვავდნენ ბაღია აქ, შეწვეს და მერე გავიდნენ ეზოდან. ახალგაზრდა ბიჭს არ ვიცნობდი, როგორც გავიგე, სტუმარი იყო, ჩვენი ეზოსთვის უცხო იყო ეს პიროვნება", - ამბობს ადგილობრივი.

დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"23 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში დაზიანებით ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის წინა ნახევარზე. განვითარდა სისხლდენა არსებული ჭრილობიდან, მოხდა რევიზია, დადგინმდა დაზიანების მიზეზი და მოხდა მისი გადარჩენა. აპარატიდან მოხსნიალია, მიმდინარეობს სისხლის გადასხმა და სხვა რეანიმაციული ღონისძიებები. ჯერჯერობით კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს ექიმი.

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა