თეგებით ძიება

მადლობელი ვარ - ვის გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა?

მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის და ქვეყნის სტრატეგიული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ EBRD-ის პრეზიდენტთან, რენო ბასოსთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, შევხვდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს.

მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის და ქვეყნის სტრატეგიული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა