თეგებით ძიება

"ფიროსმანმა დროზე გაასწრო იმ ქვეყნად, თორემ თეა იმასაც დაიჭერდა" - რას წერს გია ხუხაშვილი წულუკიანზე?

ექსპერტ, გია ხუხაშვილის განცხადებით, კულტურის მინისტრს რომ შეეძლოს, ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანსაც დაიჭერდა.

"ფიროსმანმა დროზე გაასწრო იმ ქვეყნად, თორემ თეა იმასაც დაიჭერდა…", - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა ფიროსმანთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"წარმოვიდგინოთ, რომ მოვესწარით ასეთ ბედნიერ დღეს მე და თქვენ, რომ ფიროსმანი გაცოცხლდა. გამოგვეცხადა გალერეაში და გაიტაცა თავისი რომელიმე ნამუშევარი. ექნებოდა თუ არა მას ამისი უფლება? ძალიან ფილოსოფიური და საინტერესო კითხვაა. თუ მივცემდით უფლებას, ალბათ, იმასაც დავაყოლებდით, რომ ფიროსმანი ფიროსმანია", - განაცხადა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა