აშშ-მა დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინაშე - კამალა ჰარისი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა უკრაინის ომში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ მან გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. მე ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინეს ეს დანაშაულები და მათ ზემდგომ პირებს, რომლებიც ამ ყველაფრის თანამონაწილე არიან - თქვენ პასუხისგებაში მიეცემით.
ამ არაპროვოცირებული ომის დაწყების დღიდან, ჩვენ მოწმე გავხდით რუსული ძალების საშინელი სისასტიკისა და ომის დანაშაულების. რუსულმა ძალებმა განახორციელეს ფართო და სისტემური თავდასხმები მშვიდობიანი მოქალაქეებზე - საშინელი მკვლელობები, წამება, გაუპატიურება და დეპორტაცია", - თქვა კამალა ჰარისმა.