თეგებით ძიება

ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინაში ომის შესაჩერებლად - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოებს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.

მისი თქმით, ომი რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს.

"ყველაზე აქვს გავლენა ომს უკრაინაში, ეს არის დამანგრეველი ომი და უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ ომის შესაჩერებლად. მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. აქვე გეტყვით, რომ საქართველო კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკას მიჰყვება რაც შეეხება სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი გეგმა მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს  და სხვა მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მედიაციის პროცესში. თქვენ ბრძანეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, ესეც არის ის პლატფორმა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობისას გაგვაჩნია, ამიტომ უნდა გავიმეორო, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენ გვინახავს ომის შედეგი ჩვენივე ქვეყანაში 2008 წელს, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და სამხედრო ბაზები აქვს რუსეთს კვლავ ჩვენს ტერიტორიაზე და ეს მიმდინარე პროცესია, არ შეჩერებული. ასევე მინდა ვახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს სანქციები რომელიც რუსეთისთვის დაწესდებოდა, პირიქით ვნახეთ, რომ ბიზნესი გაგრძელდა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში, ამიტომ, ძალიან ცუდი სიგნალი იყო ეს, რომ არ მოჰყვა სანქციები ჩვენს შემთხვევას...საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩამოყალიბდეს როგორ წავალთ წინ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო დამანგრეველი ძალა ექნება მას. მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება და ვიტყოდი, რომ ეს ომი მსოფლიომ უნდა დაასრულოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა