ბებია და შვილიშვილები მე-12 სარულიდან ლიფტით ჩავარდნენ - შემთხვევა ქუთაისში
ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ლიფტი მეთორმეტე სართულიდან მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" აქვეყნებს.
ლიფტში ქალი არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მეზობლების თქმით, არავინ დაშავებულა. როგორც 14 სართულიანი კორპუსის მობინადრეები ამბობენ, ლიფტი ერთი წლის წინ გაარემონტეს.