შვილმა დედას სცემა და მოკვლით დაემუქრა - რა მოხდა რუსთავში?
რუსთავში 40 წლამდე შვილმა 60 წლის დედას სცემა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მოხდა.
როგორც ცნობილია, დედა-შვილს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. კაცი დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სცემა.
შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.