პრემიერმა 2 წუთში მოახერხა, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა - დიმიტრი შაშკინი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი შაშკინი, პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერმა 2 წუთში მოახერხა, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა.
„ოდნავ რომ ეფიქრა, რას ამბობდა, ის მიხვდებოდა, რომ ის ეწინააღმდეგება და შეურაცხყოფას აყენებს ამ სიტყვებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის განცხადებებს, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს. ადამიანმა მოახერხა 2 წუთში, დედა არ შეაგინა, მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენა ყველა ამ პრეზიდენტებს. ამას მოხერხება და დიდი ნიჭი სჭირდება“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.