თეგებით ძიება

„თავი რომ გამოიდეს ამ ჩირქიანი ბერიკაცის დასაცავად, ახლა რას იტყვიან...“ - რუსუდან შარაძე ლევან ბერძენიშვილზე

აკადემიკოს, გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე პოლიტიკოს, ლევან ბერძენიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„თავი რომ გამოიდეს ამ ჩირქიანი ბერიკაცის დასაცავად, ახლა რას იტყვიან, რა საინტერესოა. თვითონ უნდა გაფურთხოთ და თქვენ - „ეს რა კაი წვიმა მოდისო“, ხომ?  თქვენი ნებაა, შეუშვირეთ სახე. კიდევ ვამბობ მეათასედ - ქუჩაში არანაირი ცემა-ტყეპა-შეურაცხყოფის მომხრე არ ვარ, უბრალოდ, როდესაც ქვეყანა უსამართლობამ წალეკა, შეგინება და ზოგჯერ ცხვირ-პირის დანგრევაც ხდება და არავის უნდა უკვირდეს. ასეთ დროს,  ერთი ადგილის ცანცარი და ყალბი კეკლუცობა თუ არ გიყვარს კაცს, ვითომ ,,მსხვერპლის“ მხარეს არ უნდა დადგე და თუ დგები, უნდა იყო შენთვის და მტერი არ უნდა ახარო. არ გინდათ? თქვენი ნებაა. კიდევ ვიმეორებ - შეუშვირეთ სახე და მერე წვიმის იმიტაცია მოიწყეთ. 

ძალიან კი ცდილობდნენ, რომ ამ ბოროტი არსების მიმართ  ხალხის აგრესია მარტო ერეკლეს მეფეზე მისი ნათქვამით აეხსნათ და მერე ფანტასმაგორიული ვერსიებით, ვინც ხმას ამოიღებდა - უხ, შე პუტინისტოო. ეს პრიმიტივები და ერთუჯრედიანები, მაინც რამდენი ყოფილან???!  

არადა ტიპი ყველა წინადადებაში საქართველოს და ქართველების დაკნინებაზეა, არ დატოვა ილია, აკაკი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ლადო ასათიანი და კიდევ რა ვიცი, ვინ აღარ... მოკლედ, „ისიამოვნეთ“!“ - წერს რუსუდან შარაძე.

ცნობისთვის, ლევან ბერძენიშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „ჩვენ ყველგან და ყველაფერში სუსტები ვართ - ხვიჩა კვარაცხელია არის გამონაკლისი. რა თქმა უნდა, საზოგადოებაც სუსტია იმიტომ, რომ სხვა საზოგადოებას ვერ გაუბედავდნენ ამდენს.

ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვაგრძნობინოთ  იმ ადამიანებს, რომელთა მხარდაჭერით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია, უნდა ვაგრძნობინოთ, სახეში უნდა ვუთხრათ, რომ ისინი დღეს სამშობლოს  ღალატობენ. ხელი არ უნდა ჩამოვართვათ, არ უნდა მოვეფეროთ, საზოგადოებას აქვს შესანიშნავი იარაღი. არ მომწონს კიდევ, რომ პოლიტიკის გამო არ უნდა  ვიჩხუბოთ, რას ლაპარაკობთ ხალხნო, ვიღაცები რუსეთში მიგვათრევენ და რას ჰქვია არ ვიჩხუბოთ. ახლა საჩხუბარი მომენტი დადგა და არ შევარჩინოთ. რომ დაინახავენ, ზურგს შეაქცევენ  და არსად მათი დანახვა არ უხარიათ, ძალიან  სხვანაირად ამღერდებიან. ვაგრძნობინოთ მაინც.

ოპოზიციის ლანძღვა უაზრობაა, მასობრივი არასწორი მოვლენაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველგან და ყველაფერში სუსტები ვართ - ხვიჩა კვარაცხელია არის გამონაკლისი. დანარჩენში სუსტი ვართ ჩვენ, საზოგადოებაც სუსტია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა საზოგადოებას ვერ გაუბედავდნენ ამდენს “- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა