ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
დიპლომატებმა ჰათაის პროვინციაში მიწისძვრისგან დაზარალებული რაიონები მოინახულეს.
გავრცელებული ცნობით, ენტონი ბლინკენი ასევე შეხვდება სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებს“, რომელიც სირიის ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში მოქმედებს.