თეგებით ძიება

სარფთან, ავტომაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა

სარფთან, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უზარმაზარი ლოდები მაგისტრალზეა და, შესაბამისად, მოძრაობაც ჩაკეტილია.

„სარფში გვინდოდა ჩასვლა და იძულებული გავხდით უკან მოვბრუნებულიყავით. როგორც გვითხრეს, გზის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები გამოძახებულია“ - უთხრა მოქალაქემ გამოცემა "ბათუმელებს".

ხელვაჩაურის მერის სარფის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ფოტო: "ბათუმელები"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა