გელათის მხატვრობის გარკვეული ნაწილი შეიძლება ითქვას, სრულად დაკარგულია - ხელოვნების ისტორიკოსი
ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნების ისტორიკოსი, დავით ხოშტარია აცხადებს, რომ გელათის მხატვრობის გარკვეული ნაწილი სრულად დაკარგულია.
„რაღაც, რა თქმა უნდა, დაიკარგა ისე, რომ ვეღარ აღდგება. მხატვრობის რაღაც ნაწილი შეიძლება ითქვას, არის სრულად დაკარგული, სამწუხაროდ, დაშვებული შეცდომების გამო, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გელათი მთლიანად დაიკარგა. თუ სწორი ზომები სასწრაფოდ იქნება მიღებული, ეს ყველაფერ სწორ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებში მოექცევა, უამრავი რამის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მან.
დავით ხოშტარიას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გელათში კონსერვაციის სამუშაოები უნდა შეწყდეს, რაც გაწერილია როგორც ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის, ასევე იუნესკოს დასკვნაში.