თეგებით ძიება
19. 02. 2023 მსოფლიო

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 131 ადამიანი დააკავეს

თურქეთში, კაჰრამანმარაშის რეგიონში მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 131 ადამიანი დააკავეს.

პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებით 430 ეჭვმიტანილი გამოვლინდა, ეჭვმიტანილებიდან 131 დაკავებულია, 127 ეჭვმიტანილზე სასამართლო კონტროლის ღონისძიებების გატარება გადაწყდა.

გამოძიება მშენებლობის ხარისხთან და ზონირების ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

მთავარი პროკურატურის ბრძანებით 17 პირი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება. ამასთან, 57 პირზე დაკავების ორდერი გამოიცა.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ 46 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა